ბიუროს შესახებ

ტექნიკური ექსპერტიზისა და უსაფრთხოების ბიურო

 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

შ.პ.ს „ტექნიკური ექსპერტიზისა და უსაფრთხოების ბიუსო“ დაარსდა 2019 წლის 03 ივლისს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შეფასება/ინსპექტირება (მათ შორის ფორმა 2-ის მიხედვით) და ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება/ შესაბამისობის დადგენა.

 

 

2019 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ შეიძინა საკმაოდ გამოცდილება და დაკომპლექტდა კვალიფიციური პერსონალით. ორგანიზაციას აქვს მიღებული მონაწილეობა რამდენიმე მსხვილმასშტაბიან პროექტში. ასევე შ.პ.ს „ტექნიკური ექსპერტიზისა და უსაფრთხოების ბიურო”-ს გაფორმებული აქვს მსხვილ კომპანიებთან ხელშეკრულებები.

 

ჩვენი გუნდი

2019 წლიდან წარმატებით მუშაობს ინსპექტირების სფეროში ჩვენ გავიარეთ გრძელი და საინტერესო გზა ბაზარზე წამყვანი პოზიციის დასაკავებლად. ამ პერიოდში შესრულებული გვაქვს მრავალი პროექტის ინსპექტირება და სრულად ვაკმაყოფილებთ ჩვენი დამკვეთების მოთხოვნებს.

 

ჩვენი წარმატება განპირობებულია გუნდური მუშაობის პრინციპების გაზიარებით:

 

·         ვმოქმედებთ როგორც ერთიანი გუნდი;

·         ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას;

·         ვზრუნავთ ჩვენს გუნდში კალეგიალური ურთიერთობების სტაბილურობაზე;

·         ვენდობით და ვუსმენთ ერთმანეთს;

·         გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და მისწრაფება გავუწიოთ დამკვეთს ეფექტური და კომპეტენტური მომსახურება;

 

ჩვენი სპეციალისტები

სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური ინჟინრები არიან. ისინი ქმნიან ჩვენი კომპანიის სახეს. მათ გააჩნიათ მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება ყოველივე ეს განაპირობებს:

 

·         ჩვენს მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნების უტყუარობას;

·         ჩვენს მიერ სამშენებლო პროცესების ეფექტურ კონტროლს;

·         ჩვენს მიმართ დამკვეთის ნდობას;

 

ჩვენი მიზანი და ამოცანები

 

·         მომსახურება საეთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

·         სერვისების მუდმივი გაუმჯობესება;

·         გუნდური მუშაობის სრულყოფა;

·         ბაზარზე წამყვანი როლის შენარჩუნება

 

კლიენტის ხშირი მოთხოვნიდან გამომდინარე მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი დამატებით სფეროებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად.

ტექნიკური ექსპერტიზისა და უსაფრთხოების ბიურო